იურგენ კლოპის პრესკონფერენცია ფინალის წინ

თარიღი: მაისი 26, 2018

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდებიან. გუნდები უკვე უკრაინის დედაქალაქ კეივში იმყოფებიან.

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“თუ ხალხი ფიქრობს, რომ ზიდანს არ აქვს ცოდნა, მაშინ, ზოგი იმავეს ჩემზეც იტყვის. ხოლო, სასაცილოა, თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ისეთი მწვრთნელია, რომლებმაც ტაქტიკაზე არაფერი იციან. ზიდანი იყო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში. ხოლო, რაც მე “ლივერპულში” მოვედი, ის ყველა წელს გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ ტიტულის მოგება სწორედ ამდენჯერ შეუძლია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქამდე ასეთი რამ არავის გაუკეთებია. უდავოა, რომ ის ძალიან წარმატებული მწვრთნელია. ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ისე მუშაობენ, როგორც შვეიცარიული საათი. მეტოქე გუნდის მატჩები ბევრჯერ ვნახე და ისინი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. როცა საჭიროა, ორგანიზებულია გადაადგილება, ხოლო, როცა ქაოსია საჭირო, ამასაც მშვენივრად აკეთებენ “რეალის” მოთამაშეები.”

“დიახ, ისინი მსოფლიოს კლასის ფეხბურთელები არიან, თუმცა ეს ფეხბურთია და სხვასაც აქვს შანსი, მათ აჯობოს. ზიდანი იყო მებრძოლი. ეს მას თავიდანვე, “მარსელში” თამაშის დროს ეტყობოდა. დავინახე მისი სახე, როცა ჰკითხეს, იყო თუ არა მშიერი და ტიტულს მოწყურებული. ის ძალიან გაბრაზდა. გვაქვს განსხვავებული ცხოვრება და ის უნდა ვაკეთოთ, რისთვისაც გვიხდიან. ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2013 წელსაც ვიყავი, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ზოგადად, ძალიან დიდი რამაა. განსაკუთრებული მომზადება და მუშაობაა საჭირო. მწვრთნელზე ამ პერიოდში ბევრი რამაა დამოკიდებული. თუმცა, მთავარია იყო ძლიერი, თავდაჯერებული, მშვიდი.”

“ახლა უფრო ძლიერნი და სრულყოფილნი ვართ, ვიდრე ცოტა ხნის წინ. ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდნენ. არ შევადარებ მეტოქეს ჩვენს თავს. უბრალოდ ვიტყვი, რომ რა შესაძლებლობებიც აქვს გუნდს, იმის მაქსიმალურად გამოყენების საშუალება არის. ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ. ძალინ კარგად ვგრძნობთ თავს და ვაცნობიერებთ ამოცანის სირთულეს. შესაძლოა, აქამდე რამდენიმე კლუბი ჩვენზე უკეთესი იყო, მაგრამ მთავარია, ვინაა ფინალში. აქ ჩვენი გზით მოვედით და ჩვენივე სტილით ვითამაშებთ ისევ,” – ამბობს კლოპი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები: ნუ ჩაეხუტებით და არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს

პრემიიერ ლიგის ხელმძღვანელები ფეხბურთელებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. აღმასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანმა” სატრანსფერო ფანჯარა მეიტეს დამატებით გახსნა

“მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდი სიხარულით გვამცნობს ფრანგი ნახევარმცველის, სუალიჰო მეიტეს, ტრანსფერის შესახებ. ოფიციალური წყაროს ცნობით, ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ

გავლენიანი უცხოური გამოცემა Sky Sports ადასტურებს ინფორმაციას “მარსელის” ხელმძღვანელთა მხრიდან არკადიუშ მილიკის ტრანსფერის შესახებ სერიოზუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორატა: “ჩემ შვილებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი”

ტურინის “იუვნტუსის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მის სუპერვარსკვლავ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ისაუბრა. პორტუგალიელ რონალდუს სერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორები იქნებოდნენ ქართველი ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ? (ფოტო)

წარმოგიდგენთ სახალისო ფოტოებს, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორები იქნებოდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ, FaceAPP-ის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანაკვა საფრანგეთში დაბრუნდეს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დრაქსლერი თავის ახალ კლუბს მარტში დაასახელებს

“პარი სენ-ჟერმენის” გერმანელი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი, კონტრაქტის ვადის სრულად ამოწურვამდე პარიზული გრანდის დატოვებას არ აპირებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად ესპანეთისა და კატალონიის ხელისუფლების მიერ მიღებული პრევენციული ზომების გამო “ბარსელონას” საპრეზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ “ბარსელონას” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში ლეო მესის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

“პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბის არგენტინელ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს, კორონავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაოლო მალდინიმ მანჯუკიჩი შეითანხმა

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” წერს, რომ “მილანის” ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩთან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვამარა სანოგო ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

ბათუმის “დინამომ” ფრანგი თავდამსხმელი, ვამარა სანოგო დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება, მან სამედიცინო შემოწმება […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელინიო: “რეალის” დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა”

ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” დამარცხების (1:2) ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანმა “ატლეტიკთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მადრიდის “რეალი” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში ბილბაოს “ატლეტიკთან” დამარცხდა (1:2). მატჩის შემდეგ ზინედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინტიმური მასალის გამოქვეყნების შემდეგ დროგბას მეუღლე დაშორდა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ […]...
წაკითხვა