იურგენ კლოპმა პერმიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა.
“ჩემპიონატის მოგების ფავორიტი რა თქმა უნდა “მანჩესტერ სიტია”. გასულ სეზონში ისინი წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობენ, უბრალოდ რამდენიმე პრობლემა ჰქონდათ.
მათ გასულ სეზონშიც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ და როცა ჟეზუსი დაიმატეს, ვიფიქრე: “ღმერთო, ჩემო”. წელს კი კიდევ უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი დაიმატეს.
ბუნებრივია, რომ “მანჩესტერ სიტის” მიზანი ტურნირის მოგებაა და ისინი ამასთან ყველაზე ახლოს არიან,” – აცხადებს იურგენ კლოპი.