იური სიომინი: “ხვიჩასთვის ნიდერლანდების ჩემპიონატი ყველაზე შესაფერისია”

თარიღი: მაისი 19, 2021

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და მისთვის ყველაზე შესაფერისი ევროპული ქვეყნის ლიგა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ სიომინი ქართველ ფეხბურთელს მოსკოვურ გუნდში 2019 წელს წვრთნიდა.

“ხვიჩას ევროპის წამყვან ჩემპიონატში თამაში შეუძლია. ის, რა თქმა უნდა, ძალზედ ნიჭიერია, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი განვითარება თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს. აქედან გამომდინარე, მისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი ნიდერლანდების ჩემპიონატი იქნება, რადგან იქ ფეხბურთელებს იმპროვიზაციის უფლებას აძლევენ, ახალგაზრდები კარგ ოსტატებად ყალიბდებიან, მით უფრო – შემტევი ფეხბურთელები. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ის სხვა ჩემპიონატებშიც გაიხსნას.

მისი სატრანსფერო ფასი არ ვიცი, ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენად შეწვდებიან მას ნიდერლანდური კლუბები, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ თანხა საკმაოდ სერიოზული იქნება. ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ უნდა გადაიხადო კიდეც. ხვიჩა არც ჩვენს ჩემპიონატში ცდება უქმად. ის აქ გაიზარდა ფეხბურთელად და პიროვნებად. რუსეთის ჩემპიონატმა მას ბევრი რამ მისცა”, – ციტირებს სიომინის სიტყვებს “რია”.

ქართველი ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელია დარწმუნებით ამბობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი შვილი რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს, თუმცა “რუბინის” სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი გუნდში ხვიჩას დარჩენას არ გამორიცხავს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ზამბიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა სქესზე შემოწმება ვერ ჩააბარა

ზამბიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა ბარბრა ბანდამ სქესზე შემოწმება ვერ ჩააბარა, რის გამოც შემადგენლობიდან მოკვეთეს. ბანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როცა წიტაიშვილი ასე ძალიან გჭირდება – “ლეხმა” გიოში 100 ათასი ევრო გადაი

პოლონეთის ჩემპიონმა “ლეხმა” გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერში 100 ათასი ევრო გადაიხადა. წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მაშინ როცა ქართული პასპორტი გაქვს – მამარდაშვილს პრობლემები შეექმნა

გიორგი მამარდაშვილს მოულოდნელად “ვალენსიას” დატოვება და მადრიდში წასვლა მოუხდა. მასთან ერთად იმყოფება სერბი ნახევარმცველი რაჩიჩიც. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე წარმატებული ქართველი აგენტი, რომელიც ქართული ფეხბურთის 60%-ს აკონტროლებს

მამუკა ჯუღელმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ბაზრის 60%-ს აკონტროლებს და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაიოზ ჩარკვიანი: “საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი შვილი ტყუილად არ გარდაცვლილა

“ვიტ ჯორჯიას” 20 წლის ფეხბურთელი ვახო ჩარკვიანი დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჭიაბრიშვილი: “ვალდებულები ვართ “პაიდე” გავიაროთ”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესტონურ “პაიდესთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. “დღესდღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძეს ინგლისში ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

“ჰათაიასპორის” სპორტული დირექტორის მოადგილის განცხადებით, “ჰალ სიტის” გუნდის 2 ფეხბურთელის, მათ შორის, საბა ლობჟანიძის დამატებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “ბარსელონაში”? პირველი კონტაქტი შედგა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. AS-ის ცნობით, მხარეებმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

კრისტიან ერიქსენი კარიერას, სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ბრიტანული მედიის თანახმად, დანიელი ფეხბურთელი “წითელ ეშმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენ მილიონს მიიღებს ბათუმი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისგან?

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ოფიციალურად 1-ელ ივლისს შეუერთდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ რეალურად რამდენი გადაიხადა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოლომონ კვირკველია – “ლესტერიდან” ბაქოს “ნეფთჩამდე”

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია კარიერას ბაქოს “ნეფთჩიში” გააგრძელებს. საუბარი იყო რუმინულ “სტიაუაზე”, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი შემთხვევა მე-4 ლიგაში – “იბერია” მოედანზე 10 კაცით გავიდა და მოი

საქართველოს მე-4 ლიგაში დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. “იბერიამ” “ოდიში” 3-1 დაამარცხა. ამ შეხვედრას ყურადღებას [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიბალა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება?

პაულო დიბალასთვის ბრძოლაში “ნაპოლიც” ჩაერთო. იტალიური მედიის თანახმად, ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის სატელეფონო საუბარი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილი “ლეხში” 300 ათას ევროს მიიღებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” შემტევი/მარცხენა მცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონურ “ლეხში” გააგრძელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველი ფეხბურთელებისთვის ყაზახეთმა რუსეთ-უკრაინა ჩაანაცვლა

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, რუსეთ-უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატები, სადაც ქართველები წლების განმავლობაში მრავლად […]...
წაკითხვა