იური სიომინმა “რუბინთან” მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა

თარიღი: ივლისი 16, 2019

15 ივლისს, რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში მოსკოვის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა. 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ყოფილი კლუბის კარში გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს:

– კვარაცხელია რუბინში წავიდა და ახლა პირველივე მატჩში “ლოკომოტივს” გოლი გაუტანა…
– ასეთი რამ ყოველთვის ხდება. როცა ფეხბურთელი სხვა გუნდში მიდის, მას ყოფილი გუნდის კარში გოლი გააქვს.

მსგავსი სიახლეები