“იუვე” იკარდის სანაცვლოდ იგუაინსა და 50 მილიონს იძლევა
ტურინის “იუვენტუსი” მილანის “ინტერიდან” მაურო იკარდის გადმობირებით არის დაინტერესებული და ამ ტრანსფერის გასაჩარხად გონსალო იგუაინსაც დათმობს და არც თანხას დაინანებს.
“კორიერე დელა სერას” ცნობით, “ბებერი სინიორა” მზად არის, იკარდის სანაცვლოდ “ინტერს” იგუაინი და დამატებით 50 მილიონი ევრო შესთავაზოს. “ნერაძურის” ლიდერის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით ასი მილიონი ევროა, თუმცა – მხოლოდ უცხოური კლუბებისთვის. აღნიშნული პირობა მხოლოდ პირველი ივნისიდან 15 ივნისამდე პერიოდში მოქმდებს.
“ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა განაცხადა, რომ იტალიური კლუბებისთვის მაურო იკარდის კონტრაქტის გამოსასყიდმა თანხამ შესაძლოა, 200, 300 ან 400 მილიონი ევრო შეადგინოს.
ცნობისათვის, მაურო იკარდიმ იტალიის სერია A-ს გასულ გათამაშებაში 34 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა, ხოლო გონსალო იგუაინმა 35 შეხვედრაში 16 ბურთის გატანა მოახერხა.