“იუვენტუსი” და “პარმა” მოთამაშეებს გაცვლიან?
იტალიური პრესის ცნობით მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის დროს ანტონიო კასანო “იუვესნტუსის” ფეხბურთელი გახდება, ხოლო ტურინიდან პარმაში ჯოვინკო გაემგზავრება. მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ რვა შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. კასანომ კი, 16 შეხვედრაში 6-ჯერ შესძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.
აღსანიშნვაია, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით ჯოვინკოს ფასი 18 მილიონი ევროა, ხოლო 31 წლის კასანოს ფასი 6 მილიონია.