“იუვენტუსი” ისკოს გაფორმებას ცდილობს
იტალიის ჩემპიონები მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ნახევარმცველის გაფორმებას მთელი ძალებით ცდილობენ.
მას შემდეგ, რაც ტურინელებმა ანდრეა პირლო დაკარგეს, არტურო ვიდალის წასვლის საშიშროებაცაა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური გრანდის ხელმძღვანელები არც ფულს და არც შესაძლებლობას არ იშურებენ “სამეფო გუნდის” შემტევის, ისკო ალარკონის გასაფორმებლად.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულს “იუვენტუსმა” “რეალიდან” სამი ხედირა დაიმატა.