“იუვენტუსი” ლავეცის გაფორმებასთან ახლოსაა
არგენტინელი ფეხბურთელი, შესაძლოა, იტალიაში გადაბარგდეს.
როგორც Sky Sport Italia იტყობინება, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ეზეკიელ ლავეცის ტრანსფერის თაობაზე “პარი სენ ჟერმენთან” მოლაპარაკებებს მართავს.
გასულ კვირას არგენტინელის აგენტი ტურინში იმყოფებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, ლავეცის მიმდინარე კონტრაქტი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებთან უახლოეს ზაფხულში იწურება. ფეხბურთელი კი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ზაფხულში პარიზელებს ლავეცის გაშვება უფასოდ არ მოუხდეთ, ისინი მის გაყიდვას იანვარში შეეცდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ლავეცის შეძენით “ინტერი” და სხვა მთელი რიგი ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი, მისთვის ბრძოლაში ფავორიტად მაინც “იუვენტუსი” ითვლება.