„იუვენტუსი“-„ნაპოლი“ 3:0 – ერთი თაღლითობა, ორი შედევრი

თარიღი: ნოემბერი 11, 2013

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი „ნაპოლი“ მიიღო. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე ფერნანდო ლორენტემ ანგარიში გახსნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათელი გახდა, რომ მსაჯები შეცდნენ – ბასკი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ასეა თუ ისე, „ბიანკონერი“ დებიუტშივე დაწინაურდა. მაყურებლებს მეორე გოლის სანახავდ საკმაო ლოდინი მოუხდათ, თუმცა ამ დროის გახარჯვა დანარჩენ ორ გოლად ღირდა. 74-ე წუთზე ანდრეა პირლომ ანგარიშში სხვაობა საჯარიმო დარტყმით გაზარდა. საბოლოო შედეგი პოლ პოგბამ დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მე-80 წუთზე იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა – 3:0. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პეპე რეინას კარის მიმართულებით ბურთი 101 კმ/სთ სიჩქარით გაგზავნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლები 83-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, რადგან სწრაფი კონტშეტევის ჩაშლისთვის მთავარმა არბიტრმა ტურინელთა მცველ ანჯელო ოგბონას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა და ლიდერ „რომასთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „ნაპოლის“, რაფაელ ბენიტესის გუნდი 28 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.

იტალიის სერია A
XII ტური
„იუვენტუსი“–„ნაპოლი“ 3:0 (1:0)

გოლები: ლორენტე 2′, პირლო 74′, პოგბა 80′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 51′, ოგბონა 57′, ვიდალი 72′ – ჰამშიკი 61′.
გაძევება: ოგბონა 83′.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტიბო კურტუამ პენალტი ფანტასტიკურად მოიგერია (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 86-ე წუთზე “რეალის” კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ კურტუამ ძალიან მაგარი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” დიბალას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა, მილანის “ინტერში” გააგრძელოს. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა

“ჯენოას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა. “კლუბი მადლობას უხდის ანდრეი შევჩენკოსა და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუიშ ნანი იტალიაში ბრუნდება

პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას დიდი ალბათობით იტალიაში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდის ფინტები საკუთარ საჯარიმოში (ვიდეო)

Ferland Mendy Skills vs Barcelona#ElClasico #BarcelonaRealMadrid pic.twitter.com/zqXj7hrH2f — Chebli Ishaq (@IshaqChebli) January 12, 2022...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრის მაგუაირმა გოლი ყოფილი მწვრთნელის წინ აღნიშნა (ვიდეო)

11 დეკემბერს, ინგლისის ლიგა ერთში “სანდერლენდმა” საკუთარ მოედანზე “ლინკოლნ სიტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენდი ქეროლს 60 წამში ორი ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს

ფეხბურთის გულშმატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ენდი ქეროლი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “რედინგის” ღირსებას იცავს. 11 იანვარს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ მხოლოდ აფრიკის თასზე ხდება – რა საოცრება გააკეთა მსაჯმა ? (ვიდეო)

აფრიკის თასზე ეთიოპია – კაპე ვერდეს ეთამაშებოდა და მატჩის მე-8 წუთზე ეთიოპიელმა მცველმა თავდამსხმელი საჯარიმოსთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა: რა ვიდეოს აქვეყნებს მამუკა გორგოძე?

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში “ტორინოს” ფეხბურთელის, ანდრია ბელოტის ვიდეოს აქვეყნებს, როცა ბელოტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონეთში ნიკა ძალამიძის ელეგანტური გოლი გაიხსენეს (ვიდეო)

პოლონური ექსტრაკლასის ოფიციალურმა გვერდმა დღის გოლი დაასახელა და ნიკა ძალამიძის საკმაოდ ლამაზი გოლი გაიხსენა. ძალამიძეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? რა გააკეთა მამარდაშვილის კონკურენტმა (ვიდეო)

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ძირითადში კვლავ ხაუმე დომენეკი დააყენა, […]...
წაკითხვა