“იუვენტუსი” პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს
“ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
შესაძლო ტრანსფერის განხორციელებას ის ფაქტი ართულებს, რომ “ბარსელონას” 2016 წლის იანვრამდე ფეხბურთელების შეძენა აკრძალული აქვს, პოგბას კი მსურველები მრავლადჰყავს.
“მარკას” ინფორმაციით, “იუვენტუსი” მზად არის, ფრანგ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ შეელიოს, თავად პოგბას კი წელიწადში ჯამაგირის სახით 12 მილიონი ევრო სურს (უფრო მეტს “ბარსელონაში” მხოლოდ ლიონელ მესი იღებს). მთლიანი გარიგება 225 მილიონი ევრო ჯდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზად არის, პოგბას შესაძენად გარიგებაში პედრო და მონტოიაც ჩართოს.