იუვენტუსი სრული სვლით
Fanebi.com გთავაზობთ იტალიური სერია A-ს უკანასკნელი ტურის მიმოხილვას.
30/11/13/
21:00 “პარმა” 1-1 “ბოლონია”
გოლები: კონე 0-1, 10’ – კასანო 1-1, 23’
პარმა-ბოლონიას შეხვედრა უკომპრომისო ბრძოლაში გაიმართა, და საბოლოო ჯამში ფრედ დასრულდა. მეათე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. გოლი კონეს ანგარიშზეა. თუმცა 13 წუთში ანტონიო კასანომ შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და სერია A-ში თავისი მეასე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ უხეში გამოვიდა. არბიტრმს ათჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება. 54-ე წუთზე კი, ბოლონიას შემადგენლობაში სორენსენი გააძევა მინდვრიდან. მაგრამ პარმელებმა რიცხობრივი უპირატესობა ანგარიშში ვერ ასახეს.
23:45 “ჯენოა” 1-1 “ტორინო”
გოლები: ფერნერუდი 7′ (0:1) ‘ ბიონდინი 69’ (1:1).
ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაც ფრედ, 1-1 დასრულდა. აქაც სტუმრები დაწინაურდნენ მატჩის დებიუტში. ტურინელები შვედმა ლეგიონრემა, ალექსანდერ ფარნერუდმა დააწინაურა მატჩის მეშვიდე წუთზე. გენუელებმა წონასწორობის აღდგენა 69-ზე, ბიონდინის ძალისხმევით შესძლეს.
01/12/13
15:30 “კატანია” 1-3 “მილანი”
გოლები: კასტრო 0-1, 13’ ; მონტოლივო 1-1, 19’, ბალოტელი 1-2, 63’ , კაკა 1-3, 81.
მილანმა როგორც იქნა მოიგო და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. თუმცა, შეხვედრაში პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. მეცამეტე წუთზე კატანია კასტრომ დააწინაურა. მასპინძელთა სიხარული ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ექვს წუთში წონასწორობა მონტოლივომ აღადგინა. მეორე ტაიმში კი ბალოტელიმ და კაკამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
18:00 „ატალანტა“ – „რომა“ 1:1
გოლები: ბრივიო 51′ – სტროოტმანი 90′
რომაელების მორიგი ფრე. ტოტის გარეშე მოთამაშე დედაქალაქელები თამაშებს ვეღარ იგებენ. თუმცა, არც წაუგებელ სერიას ასრულებენ. გასული ტურის შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ რომამ ბოლო წუთზე შესძლო მატჩის გადარჩენა.
18:00 “კალიარი” 2-2 “სასულო”
გოლები: მარზორატი 0-1, 14’ ; ზაზა 0-2, 19’ – ნენე 1-2, 73’ ; საუ 2-2, 87’
აუტსაიდერების საინტერესო შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მატჩის დებიუტში სტუმრები დაწინაურდნენ და უკვე მეცხრამეტე წუთისთვის ორურთიანი სხვაობით იგებდნენ. თუმცა, შეხვედრის უკანასკნელი ოცწუთეული მასპინძლების იყო. საბოლოო ჯამში, საბრძოლო ფრე 2-2 და ორივე გუნდი სახიფათო ზონაში რჩება.
18:00 “კიევო” 3-0 “ლივორნო”
გოლები: რიგონი 1-0, 36’ , თერაუ 2-0, 56’, პალოსკი 3-0, 79’
ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების მეორე დაპირისპირება კი, მასპინძლების დონიმირებით წარიმართა. ვერონელებმა “ლივორნოს“ შანსი არ დაუტოვეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს.
18:00 “ინტერი” 1-1 “სამპდორია”
გოლები: გუარინი 1-0, 18’ – რენანი 1-1, 89’
სან სიროზე “ინტერმა“ “სამპდორიას“ ვერ აჯობა. მილანელები მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ აუტსაიდერთან. მაგრამ, 89 წუთზე რენანმა მასპინძებს ორი ქულა წაართვა.
21:30 “იუვენტუსი” 1-0 “უდინეზე”
გოლი: ლიორენტე 91′
ტურინელებმს ბოლო წამებამდე ბრძოლა დაუფასდათ და 91-ე წუთზე ლიორენტეს გოლით მოიპოვეს სამი ქულა. ამ გამარჯვებით “იუვენტუსმა” პირველი ადგილი განიმტკიცა. “ბებერი სენიორა” უკვე სამი ქულით უსწრებს “რომას”
02/12/13
22:00 “ფიორენტინა” 4-3 “ჰელას ვერონა”
გოლები: ბორხა ვალერო 5′ (1:0) ; რომულო 6′ (1:1) ; იტურბე 13′ (1:2) ; ბორხა ვალერო 14′ (2:2) ; ვარგასი 43′ (3:2) ; როსი 54′ (4:2) ; ჯორჯინიო 72′ (4:3)
“არტემიო ფრანკიზე” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ფიორენტინამ”. უშუალო კონკრენტების შეხვედრა საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. დაძაბულობა, კარგი ფეხბურთი და რაც მთავარია ბევრი გოლი. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 53-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. წითელი ბარათი იანკოვიჩმა მიიღო.
03/12/13
00:00 “ლაციო” 2-4 “ნაპოლი”
გოლები: იგუაინი 24′ (0:1) ; ბეჰრამი 26′ (1:1) ს.კ. ; პანდევი 50′ (1:2) ; იგუაინი 72′ (1:3) ; კეიტა 88′ (2:3) ; კალიეხონი 90+1 (2:4).
ტურის უკანასკნელ შეხვედრა რომის “სტადიო ოლიმპიკომ” უმასპინძლა. “ლაციოს” “ნაპოლი” სტუმრობდა. შეხვედრზე შეკრებილმა 30 000 მაყურებელმა უხვგოლიანი მატჩი იხილა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა “ლაციოს” ორ გატანილ გოლს ოთხით უპასუხეს და დამაჯარებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.