იუვენტუსი სრული სვლით

თარიღი: დეკემბერი 3, 2013

Fanebi.com გთავაზობთ იტალიური სერია A-ს უკანასკნელი ტურის მიმოხილვას.

30/11/13/

21:00 “პარმა” 1-1 “ბოლონია”

გოლები: კონე 0-1, 10’ – კასანო 1-1, 23’

პარმა-ბოლონიას შეხვედრა უკომპრომისო ბრძოლაში გაიმართა, და საბოლოო ჯამში ფრედ დასრულდა. მეათე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. გოლი კონეს ანგარიშზეა.  თუმცა 13 წუთში ანტონიო კასანომ შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და სერია A-ში თავისი მეასე გოლი გაიტანა.  აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ უხეში გამოვიდა. არბიტრმს ათჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება. 54-ე წუთზე კი, ბოლონიას შემადგენლობაში სორენსენი გააძევა მინდვრიდან. მაგრამ პარმელებმა რიცხობრივი უპირატესობა ანგარიშში ვერ ასახეს.

23:45 “ჯენოა” 1-1 “ტორინო”

გოლები: ფერნერუდი 7′ (0:1) ‘ ბიონდინი 69’ (1:1).

ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაც ფრედ, 1-1 დასრულდა.  აქაც სტუმრები დაწინაურდნენ მატჩის დებიუტში.  ტურინელები შვედმა ლეგიონრემა, ალექსანდერ ფარნერუდმა დააწინაურა მატჩის მეშვიდე წუთზე. გენუელებმა წონასწორობის აღდგენა 69-ზე, ბიონდინის ძალისხმევით შესძლეს.

01/12/13 

15:30 “კატანია” 1-3 “მილანი”

გოლები: კასტრო 0-1, 13’ ; მონტოლივო 1-1, 19’, ბალოტელი 1-2, 63’ , კაკა 1-3, 81.

მილანმა როგორც იქნა მოიგო და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. თუმცა, შეხვედრაში პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. მეცამეტე წუთზე კატანია კასტრომ დააწინაურა. მასპინძელთა სიხარული ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ექვს წუთში წონასწორობა მონტოლივომ აღადგინა. მეორე ტაიმში კი ბალოტელიმ და კაკამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

18:00 „ატალანტა“ – „რომა“ 1:1
გოლები: ბრივიო 51′ – სტროოტმანი 90′

რომაელების მორიგი ფრე. ტოტის გარეშე მოთამაშე დედაქალაქელები თამაშებს ვეღარ იგებენ. თუმცა, არც წაუგებელ სერიას ასრულებენ. გასული ტურის შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ რომამ ბოლო წუთზე შესძლო მატჩის  გადარჩენა.

18:00 “კალიარი” 2-2 “სასულო”

გოლები: მარზორატი 0-1, 14’ ; ზაზა 0-2, 19’ – ნენე 1-2, 73’ ; საუ 2-2, 87’

აუტსაიდერების საინტერესო შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მატჩის დებიუტში სტუმრები დაწინაურდნენ და უკვე მეცხრამეტე წუთისთვის ორურთიანი სხვაობით იგებდნენ. თუმცა, შეხვედრის უკანასკნელი ოცწუთეული მასპინძლების იყო. საბოლოო ჯამში, საბრძოლო ფრე 2-2 და ორივე გუნდი სახიფათო ზონაში რჩება.

18:00 “კიევო” 3-0 “ლივორნო”

გოლები: რიგონი 1-0, 36’ , თერაუ 2-0, 56’, პალოსკი 3-0, 79’

ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების მეორე დაპირისპირება კი, მასპინძლების დონიმირებით წარიმართა. ვერონელებმა “ლივორნოს“ შანსი არ დაუტოვეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

18:00 “ინტერი” 1-1 “სამპდორია”

გოლები: გუარინი 1-0, 18’ – რენანი 1-1, 89’

სან სიროზე “ინტერმა“  “სამპდორიას“  ვერ აჯობა. მილანელები მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ აუტსაიდერთან. მაგრამ, 89 წუთზე რენანმა მასპინძებს ორი ქულა წაართვა.

21:30 “იუვენტუსი” 1-0 “უდინეზე”

გოლი: ლიორენტე 91′

ტურინელებმს ბოლო წამებამდე ბრძოლა დაუფასდათ და 91-ე წუთზე ლიორენტეს გოლით მოიპოვეს სამი ქულა. ამ გამარჯვებით “იუვენტუსმა” პირველი ადგილი განიმტკიცა. “ბებერი სენიორა” უკვე სამი ქულით უსწრებს “რომას”

02/12/13

22:00 “ფიორენტინა” 4-3 “ჰელას ვერონა”

გოლები: ბორხა ვალერო 5′ (1:0) ; რომულო 6′ (1:1) ; იტურბე 13′ (1:2) ; ბორხა ვალერო 14′ (2:2) ; ვარგასი 43′ (3:2) ; როსი 54′ (4:2) ; ჯორჯინიო 72′ (4:3)

“არტემიო ფრანკიზე” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ფიორენტინამ”. უშუალო კონკრენტების შეხვედრა საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. დაძაბულობა, კარგი ფეხბურთი და რაც მთავარია ბევრი გოლი. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 53-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. წითელი ბარათი იანკოვიჩმა მიიღო.

03/12/13

00:00 “ლაციო” 2-4 “ნაპოლი”

გოლები: იგუაინი 24′ (0:1) ; ბეჰრამი 26′ (1:1) ს.კ. ; პანდევი 50′ (1:2) ; იგუაინი 72′ (1:3) ; კეიტა 88′ (2:3) ; კალიეხონი 90+1 (2:4).

ტურის უკანასკნელ შეხვედრა რომის “სტადიო ოლიმპიკომ” უმასპინძლა. “ლაციოს” “ნაპოლი” სტუმრობდა. შეხვედრზე შეკრებილმა 30 000 მაყურებელმა უხვგოლიანი მატჩი იხილა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა “ლაციოს” ორ გატანილ გოლს ოთხით უპასუხეს და დამაჯარებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერლუსკონი: “ძველი “მილანის” დაბრუნების ერთადერთი და მარტივი გზა არსებობ

“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, თვლის, რომ “როსონერის” ძველი დიდების დაბრუნების ერთადერთი შანსი აქვს – [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუფონი: “კრიშტიანუს სახით ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანი აღმოვაჩინე”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, აღიარებს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პირველივე შეხვედრიდან მოხიბლა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

“მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “როსონერის” ამიერიდან სტეფანო პიოლი გაწვრთნის. 53 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად იმუშავებს გატუზო?

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯენარო გატუზო, შესაძლოა, მალე “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ. როგორც ირკვევა, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანის” ფანები ჯერაც არდანიშნული პიოლის გაგდებას ითხოვენ

იტალიური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ერთხმად იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანო პიოლი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები (ვიდეო)

7 ოქტომბერს გერმანიაში ლეგენდების მატჩი გაიმართა. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელები ვეტერან იტალიელებს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” დირექტორმა თავისი სიტყვებისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადა

“რომას” სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაკიმ, “კალიარისთან” ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ ნათქვამი სიტყვების გამო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ბრაზილიელ მარტინელის ნაკრებში ადგილს სთავაზობს

Goal-ის მიერ დადასტურებული უახლესი ცნობების თანახმად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა შემტევს, გაბრიელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ დიბალას ინტერვიუს დროს აკოცა (ვიდეო)

6 ოქტომბერს, “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (1:2) შემდეგ, როცა პაულო დიბალა ერთ-ერთი ტელევიზიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის ნაკრებმა მესამე ფორმა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა. იტალიელთა ახალ ფორმას “რენესანსის მაისურს” უწოდებენ. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” დაძაბულ ბრძოლაში “ინტერი” დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სან სირომ” უმასპინძლა, სადაც წაუგებელმა “ინტერმა” ტურინის “იუვენტუს...
წაკითხვა
ფეხბურთი

მძიმე კადრები: ელსეიდ ჰიუსაის ტრავმა “ტორინოსთან” მატჩში (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში “ტორინომ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო. შეხვედრის პირველ ნახევარში ნეაპოლელთა მარცხენა მცველი, ელსეიდ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე რეინამ დამატებით წუთებში პენალტი მოიგერია და “მილანს” 3 ქულა გადაურჩინა (

5 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” გენუელები მძიმე ბრძოლაში 2:1...
წაკითხვა
ფეხბურთი

მერტენსი: “იტალიაში ხალხი ფეხბურთითაა დაავადებული”

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა განაცხადა, რომ იტალიაში ადამიანები ფეხბურთით ცხოვრობენ. ბელგიელმა ფეხბურთელმა მაგალითისათვის მისი ...
წაკითხვა