“იუვენტუსი” ვიდალის გასაყიდად მზადაა
ტურინის “იუვენტუსი” მზად არის, იანვარში ნახევარმცველ არტურო ვიდალის სატრანსფერო შემოთავაზებები განიხილოს. 27 წლის ჩილელ ფეხბურთელს ბოლო პეროდში დისციპლინური პრობლემები აქვს. გასულ პარასკევს ვიდალი დისკოთეკაზე გახლდათ, რის გამოც დილის ვარჯიშზე დაგვიანა. ამის გამო კლუბმა ფეხბურთელი 100 ათასი ევროთი დააჯარიმა და “რომას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ შეიყვანა.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსმა” არტურო ვიდალი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გაუშვა, თუმცა იტალიურ პრესაში იწერება, რომ ტურინში ჩილელ ფეხბურთელს ხელშეუხებელ ფიგურად აღარ თვლიან.
Football Italia-ს ცნობით, “იუვენტუსი” არტურო ვიდალს 35 მილიონ ევროდ შეელევა.