“იუვენტუსის” მიზნები ცნობილია

თარიღი: დეკემბერი 28, 2014

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ მასიმიალიანო ალეგრის მიმდინარე სეზონში შესასრულებელი მიზნები გააცნო. ერთ-ერთი მთავარი დავალება კი იტალიის თასის მოპოვებაა, რომელიც ტურინელებს 20 წელია არ მოუგიათ.

“მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ამოცანა იტალიის თასის მოპოვებაა, რომელიც დიდი ხანია არ მოგვიგია.

გარდა ამსია აუცილებლად უნდა მოვიგოთ სერია А-ში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალში გასვლაა სასურველი” – განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ.

 

მსგავსი სიახლეები