“იუვენტუსის” ორგანიზებით საქველმოქმედო მატჩი შედგა ვარსკვლავების მონაწილეობით
ტურინის “იუვენტუსის” ორგანიზებით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სპორტის ვარსკვლავებმა და იტალიელმა მომღერლებმა მიიღეს.
ამ ღონისძიების მიზანი პიემონტეს რეგიონში სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა დახმარება გახლდათ. ერთმანეთს “ჩემპიონები კვლევისთვის” და “იტალიის მომღერალთა ნაკრები” დაუპირისპირდნენ. გამარჯებულები ჩემპიონები დარჩნენ (7:5).
“ჩემპიონებს” შემადგენლობა ასეთი გახლდათ: “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, “ბიანკონერის” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ჯონ ელკანი, ადრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი, პაველ ნედვედი, “ფერარის” პილოტი შარლ ლეკლერი, კარლოს საინსი და სხვანი.
მომღერალთა ნაკრებს კი ფაბიო კაპელო ედგა სათავეში. მომღერალთა გარდა მათ რიგებში თამაშობდნენ ფრანკ რიბერი, მაიკონი, დიდა და მასიმილიანო ალეგრი.
საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა მიიღეს “იუვენტუსის” ქალთა გუნდის ფეხბურთელებმაც.