“იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შეთავაზება ხუმრობად მიიღეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით და მზად არიან, “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი შეიკედლონ პაულო დიბალას სახით.
The Independent-ის ცნობით, “წითელმა ეშმაკუნებმა” უკვე გაუგზავნეს შეთავაზება “ბებერ ქალბატონს”, თუმცა ტურინელებმა ეს უბრალო ხუმრობად მიიღეს – საქმე იმაშია, რომ ინგლისელებმა იტალიელებს მხოლოდ 67 მილიონი ევრო შესთავაზეს ამ ტრანსფერში.
ირწმუნება, რომ “ბებერი ქალბატონი” მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას, თუ რომელიმე კლუბი მზად იქნება 158 მილიონი გადაიხადოს არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერში.არ არის გამორიცხული, ამ საქმეში “იუნაიტედმა” მხითარიანი და დარმიანიც ჩართოს.
მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ 17-ჯერ ითამაშა იტალიის სერია ა-ში – გაიტანა 12 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.