„იუვენტუსმა“ ალეგრის გაუხანგრძლივა
„La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ გუნდის მთავარ მწვრთნელთან მასიმილიანო ალეგრისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
როგორც ცნობილია, მხარეებმა ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ამ პერიოდში სპეციალსიტის ხელფასი 2,5 მილიონ ევროს შეადგენს. შეთანხმების მიხედვით, ალეგრის ხელფასის 3,7 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივა აქვს.
აქედან გამომდინარე, „ინტერის“ თავკაცის რობერტო მანჩინის შემდეგ, რომლის ხელფასი ოთხ მილიონ ევროს შეადგენს, ალეგრი სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად დამრიგებლებს შორის მეორე იქნება.