“იუვენტუსმა” ალექს სანდროს ფასი დაადო
Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” სამიზნეს, ალექს სანდროს ფასი დაადო.
როგორც ცნობილი ხდება, “ბებერმა ქალბატონმა” ამ კვირას უკვე უარყო “ჩელსის” 40-მილიონიანი შეთავაზება – “შავ-თეთრი ლედი” ამ ტრანსფერში მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ თავად “ბიანკონერიმ” სანდროს ტრანსფერს 26 მილიონი დაახარჯა 2015 წლის ზაფხულში.
რაც შეეხება 26 წლის მცველის ამჟამინდელ კონტრაქტს, მას ვადა 2020 წლის ივლისში ეწურება.