“იუვენტუსმა” დაძაბულ ბრძოლაში “ინტერი” დაამარცხა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სან სირომ” უმასპინძლა, სადაც წაუგებელმა “ინტერმა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა. შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც გამარჯვებული გუნდი 7 ტურის შემდეგ პირველ ადგილის მფლობელი იქნებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ანგარიშში დაწინაურება სწრაფი გოლის წყალობით “ბებერმა ქალბატონმა” შეძლო – მეოთხე წუთზე პაულო დიბალამ პიანიჩის გადაცემით გაიტანა. საპასუხოდ, ლაუტარო მარტინესმა შეძლო შჩესნის კარის აღება თერთმეტმეტრიანის მეშვეობით.
ტაიმის ბოლოს რონალდუმ გოლის გატანა და აღნიშვნაც მოასწრო, თუმცა VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა. მეორე ტაიმში ვითარება დიდად არ შეცვლილა იმ განსხვავებით, რომ “იუვენტუსი” უფრო ზრდიდა ზეწოლას მეტოქეზე. შეხვედრის გადამწყვეტი გოლი კი მე-80 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა.
ასე რომ, 7 ტურის შემდეგ “იუვენტუსი” სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს 19 ქულით, ხოლო “ინტერი” მეორეზეა 18 ქულით.