“იუვენტუსმა” ლამელას ტრანსფერი შეათანხმა?
არგენტინელი ნახევარმცველი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს.
Daily Mirror-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” სერიოზულად ფიქრობს ერიკ ლამელას გაფორმებას.
“ბებერი ქალბატონები” ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის შემცვლელად თავიდან მარიო გიოტცესა, შემდეგ იულიან დრაქსლერის, ხოლო ახლა კრისტიან ერიქსენის გაფორმებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ერიკ ლამელა “ტოტენჰემის” ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, 30 მილიონ ევროდ. “ბიანკონერი” მზადაა არგენტინელში 18 მილიონი გადაიხადოს.