“იუვენტუსმა” “ლაციოს” ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)
სერია A-ს 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ოლიმპიკო რომმა” უმასპინძლა, სადაც “ლაციომ” გათამაშების უდავო ფავორიტი, ტურინის “იუვენტუსი”, მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა.
მთელი შეხვედრის მიმდინარეობისას, რომაელები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს და რიგ შემთხვევებში ჯობდნენ კიდეც. პირველი ტაიმი დაზვერვითი ხასიათის გამოდგა და ფანებმა გოლი ვერ იხილეს.
ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში გაიხსნა, როდესაც “ლაციოს” ჩაწოდებული კუთხური ემრე ჯანმა აქცია ავტოგოლად. გაშვებული გოლის შემდეგ “ბებერი” ქალბატონი გამოფხიზლდა და სწორედ გააზრებულ კონტრშეტევას მოჰყვა კანსელოს გოლი. ყველაფერი კი კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, რომელმაც კანსელოს მიერ მოპოვებული პენალტი ცივსისხლიანად და ზუსტად შეასრულა – 1:2.
ასე რომ, იტალიის ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ “ბებერი ქალბატონი” კვლავაც დაუმარცხებელია და 59 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს. “ლაციო” კი 32 ქულით მერვეზეა.