„იუვენტუსმა“ ლიხშტაინერი დაკარგა
ტურინის „იუვენტუსის“ მცველი შტეფან ლიხშტაინერი, დიდი ალბათობით, „ნაპოლისთან“ მოახლოებულ მატჩს გამოტოვებს. „ფროსიონესთან“ იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტურის მატჩის შესვენების დროს შვეიცარელ ფეხბურთელს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოუჩნდა, რის გამოც ის შეცვალეს.
„მოთამაშის მდგომარეობას შემდეგი დღეების განმავლობაში შევაფასებთ. დღეს მას არ უვარჯიშია. სავარაუდოდ, შტეფანი „ნაპოლისთან“ ვერ ითამაშებს“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.