<

„იუვენტუსმა“ „მილანი“ დაამარცხა, პირლომ ყოფილ გუნდს გაუტანა

თარიღი: ოქტომბერი 7, 2013

იტალიის სერია А-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც „იუვენტუსმა“ „მილანი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„როსონერი“ სალი მუნტარის ზუსტი დარტყმის წყალობით მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში მე-15 წუთზე გაათანაბრა, როდესაც ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა დანარჩენი ორი გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გაიტანეს: 69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სებასტიან ჯოვინკომ გამოიჩინა თავი, ექვსი წუთის შემდეგ კი ჯოჯრო კიელინიმ შეარხია კრისტიან აბიატის კარის ბადე. აღსანიშნავია, რომ ამ გოლში პირლომაც შეიტანა თავისი წვლილი, რადგან მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, კიელინიმ კი დამატებაზე ითამაშა. 74-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მილანელთა მცველი ფილიპ მექსესი გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს: 90-ე წუთზე მუნტარიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო წერტილიც დასვა – 3:2.

ამ გამარჯვების შემდეგ „იუვენტუსმა“ 19 ქულა დააგროვა და „ნაპოლის“ დაეწია, რომელიც მეორე ადგილს იკავებს. „მილანს“ რვა ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია აქვს დაკავებული.

სერია А
მეშვიდე ტური
„იუვენტუსი“-„მილანი“ 3:2 (1:1)

გოლები: პირლო 15′, ჯოვინკო 69′, კიელინი 75′ – მუნტარი 1′, 90′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 23′ – დე იონგი 14′, კონსტანტი 17′, მექსესი 69′, მუნტარი 90+2′.
გაძევება: მექსესი 74′.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის ემოციური სიტყვები (ვიდეო)

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის, ერვე რენარის ემოციური სიტყვები არგენტინასთან პირველი ტაიმის 1-0 წაგების შემდეგ. Entretiempo […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სამეგრელოში სახლთან ფანები დახვდნენ (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში სახლთან ფანები დახვდნენ (ვიდეო) წყარო: Khvicha Kvaratskhelia Fans...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰაკიმ ზიეჩმა საქართველოს ნაკრებს 50 მეტრიდან გაუტანა (ვიდეო)

ჰაკიმ ზიეჩმა გურამ კაშიას შეცდომის შემდეგ საკუთარი ნახევრიდან დაარტყა და კარიდან შორს გამოსულ მამარდაშვილს თავზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელო ბიელსას მასტერკლასი – მწვრთნელმა პოლონეთის ნაკრების 50 მატჩი შეისწავლა

67 წლის მარსელო ბიელსამ პოლონეთის ნაკრების ბოლო 50 მატჩი დეტალურად შეისწავლა, ანალიზი გააკეთა და მსოფლიომდე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დათო ტურაშვილი: “დღეს კვარაცხელია მარადონაზე მეტია”

დათო ტურაშვილმა გადაცემა “მე-17 სართულში” ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ტურაშვილი არველაძეებთან და ქართველ სტუდენტებთან ერთად ნეაპოლში [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრაქტიკულად გადაწყდა: ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს ითამაშებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნთან ერთად დღესაც არ ივარჯიშა და მხოლოდ თერაპიით შემოიფარგლა. “ნაპოლის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელი: “ხვიჩას “ნაპოლიში” დარჩენა სურს”

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა კვარას გეგმების შესახებ ისაუბრა. “ხვიჩას ჯერ “ნაპოლიში” თამაში სურს და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა მეორე რეკორდზე მიდის! 50 მილიონი ევრო!

როგორც ცნობილია, ხვალ გერმანული Transfermarkt იტალიის ჩემპიონატის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებს განაახლებს. წინა ჯერზე, Fanebi.com პირველი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დაანებეთ ხვიჩას თავი!” – “ნაპოლის” ფანები მოითხოვენ ხვიჩას

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს, მის მიმართ ჟურნალისტების მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვლავ ტკივილი აწუხებს” – კვარაცხელია მუნდიალის შემდეგ დაბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ წელის ტკივილი აწუხებს და მისი დაბრუნება, შესაძლოა, მუნდიალის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეზინფორმაცია! – “კვარას მანქანა იტალიურმა მაფიამ დაუბრუნა”

სოციალურ ქსელში გარკვეულ საიტებზე და არხებზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული მანქანის დაბრუნების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიაში “ნაპოლის” აქტიურად “ებრძვიან” – როცა 2 ქურდობა ყველ

“ნაპოლიმ” სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა და 11 მოიგო. ჩემპიონატს 35 ქულით ლიდერობს და უახლოეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია “ემპოლისთან” გამოირიცხა

სამშაბათს “ნაპოლი” სერია A-ს მორიგ ტურში “ემპოლის” მიიღებს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. იტალიური...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” “ბარსელონას” ფეხბურთელს დაიმატებს?

“ნაპოლიმ”, შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი მარცხენა მცველი, ხორდი ალბა დაიმატოს. ალბა ჩავის გეგმებში აღარ ჯდება, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს. “ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის […]...
წაკითხვა