“იუვენტუსმა” მორატა 60 მილიონად არ გაუშვა
იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა სერიოზული წინადადება უარით გაისტუმრეს.
Gazzetta Dello Sport-ის თანახმად, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ “იუვენტუსს” ალვარო მორატას სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტურინელები ამას არ დათანხმდნენ.
თუმცა, წყაროზე დაყრდნობით, “ბებერი ქალბატონი” ახალგაზრდა ესპანელის გაყიდვას მაინც გეგმავს, რათა მომავალ ზაფხულს “პარი სენ ჟერმენიდან” ედინსონ კავანი შეიძინოს.
აღსანიშნავია, რომ ადრე მორატას გადაბირებით ლონდონის “ტოტენჰემიც” ინტერესდებოდა.
აგრეთვე, მადრიდის “რეალს” ალვაროს გამოსყიდვის უფლება ეკუთვნის. “სამეფო კლუბს” შეუძლია, მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 23 წლის თავდამსხმელი 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიბრუნოს. ზაფხულში ისინი ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებენ, ფიფას მიერ დაკისრებული სანქციის გამო.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მორატას ანგარიშზე 25 მატჩი, სამი გოლი და ხუთი საგოლე პასია.