“იუვენტუსმა” მორატა ინათხოვრა
მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა ტურინის “იუვენტუსში” გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულება ერთი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს, რის შემდეგაც დოკუმენტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა იქნება. გარდა ამისა, “ბებერ სინიორას” ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა.
“იუვენტუსი” ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ “ატლეტიკოს” ათ მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თუ იტალიელები სეზონის ბოლოს მორატას კონტრაქტის გამოსყიდვას გადაწყვეტენ, სამი წლის ვადაში 45 მილიონი ევრო უნდა დაფარონ. თუ “იუვენტუსი” ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ მოისურვებს ფეხბურთელის შენარჩუნებას, მაშინ 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინულ კლუბში 27 წლის ფორვარდის წლიური ჯამაგირი შვიდნახევარი მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა “იუვენტუსში” 2014-დან 2016 წლამდე თამაშობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ 93 მატჩში 27 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. ესპანელ ფეხბურთელს “ბებერი ნიორას” შემადგენლობაში ხუთი ტიტული აქვს მოგებული (სერია A: 2014–15, 2015–16, იტალიის თასი: 2014–15, 2015–16, იტალიის სუპერთასი: 2015).