„იუვენტუსმა“ რეკორდი გაიმეორა, „რომამ“ პირველი მარცხი იწვნია

თარიღი: იანვარი 6, 2014

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მხარეებს შორის დაპირისპირება შეხვედრამდე კარგა ხნით დაიწყო, როცა რომაელთა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი „ბებერ ქალბატონს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯაბნის, „იუვეს“ უპირატესობა კი მხოლოდ გუნდური თამაშია. ტოტის ამ განცხადებას დანიელე დე როსიმაც დაუჭირა მხარი. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტინიო კონტემ ტოტის ეს სიტყვები პროვოკაციად მონათლა და აღნიშნა, რომაელები პასუხს მოედანზე მიიღებენო. მიიღეს კიდეც! შეხვედრის დასაწყისში თითქოს უპირატესობა „მგლებს“ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე ტურინელებმა გახსნეს — კარლოს ტევესის გადაცემა ახლო მანძილიდან არტურო ვიდალმა დააგვირგვინა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 გოლია. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა საჯარიმოში ანდრეა პირლოს მიერ ბურთის ჩამოწოდების შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა განამტკიცა. ტაიმის შუაწელს, ერთწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს: ჯერ დანიელე დე როსი გააძევეს ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის, შემდეგ კი — ლეანდრო კასტრომ ითამაშა ხელით და საკუთარი კარიდან ბურთი გამოაგდო, რის გამოც მსაჯმა ნიკოლა რიცოლიმ „რომას“ მცველი გააძევა და სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად შეასრულა შეცვლაზე შემოსულმა მირკო ვუჩინიჩმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა — 3:0. სხვათა შორის, მატჩს ტურნელთა ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგეც ესწრებოდა, რომელსაც შეხვედრის დაწყებამდე „ბიანკონერის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისგან სპეციალური ჯილდოც გადაეცა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ სერია A-ში მიჯრით მეათე მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი გაიმეორა. „რომამ“ კი, რომელმაც საწყისი ათი შეხვედრიდან ათივე მოიგო, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ლიდერმა „იუვენტუსმა“ მადევარ „რომასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ახლა მათ უკვე 8 ქულა აშორებთ — „ბებერ ქალბატონს“ 49 ქულა მოუგროვდა, დედაქალაქურ გუნდს კი 41 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
XVIII ტური
„იუვენტუსი“—„რომა“ 3:0 (1:0)

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი (მარკიზიო 79′), პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი (ვუჩინიჩი 59′), ლორენტე (კვალიარელა 81′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო (ტოროსიდისი 55′), დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (დესტრო 55′), ლიაიჩი, ტოტი (ფლორენცი 72′), ჟერვინიო.
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ვიდალი 17′, ბონუჩი 48′, ვუჩინიჩი 77′ (პენ).
გაფრთხილებები: ტევესი 33′, კიელინი 34′, ბარძალი 87′ — ჟერვინიო 37′, ლიაიჩი 83′.
გაძევებები: დე როსი 75′, კასტანი 76′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სუარესის ლამაზი გოლი – “ბარსელონამ” სხვაობა ორამდე შეამცირა

სუარესის გოლი “ბაიერნის” კარში – 2:4 “ბაიერნის” სასარგებლოდ იხილეთ ვიდეო That’s Luis Suárez for you, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “მე თუ ეს ხედი?” (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს მიმართა. “მხოლოდ ორი არჩევანი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” – “ბაიერნი”: ლიონელ მესის ბრწყინვალე თამაში მიუნ

2015 წელი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი “ბარსელონა” 3:0 “ბაიერნი” გოლები: მესი 77′, მესი 80′, ნეიმარი 90+4′...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაიფციგმა” “ატლეტიკოს” ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფ

ლისაბონში მდებარე სტადიონ “ეშტადიუ ჟოზე ალვალადეზე” “ლაიფციგსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამსის გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Goal Tyler Adams! #RBLATM pic.twitter.com/UTwLa02jzi — The Football Structure (@TheFS_Live) August 13, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსს” რონალდუს მოშორება სურს. კრიშტიანუ შესაძლოა, მესის თანაგუნდელიც კი

ტურინის “იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა უნდა. “ბებერ სინიორას” შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში საკლუბო ბიუჯეტის გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატუიდი ბექჰემის კლუბში გადავიდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. 33 წლის ფრანგი შუახაზელი მაიამის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

შეთანხმებაში ჩაწერილი აკრძალული პუნქტი და ფიფასგან დაჯარიმებული “იუვენტუსი”

2019 წლის იანვარში ტურინის “იუვენტუსმა” მეჰდი ბენატია ყატარის “ალ დუჰაილში” 8 მილიონ ევროდ გაყიდა. მაშინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-მა “ატალანტა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში

“ეშტადიუ დუ ბენფიკაზე” ბერგამოს “ატალანტასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე რონი: “თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, 1000 ადამიანს პიცას შევუძენ”

ბერგამოს “ატალანტას” ნახევარმცველმა, მარტენ დე რონმა განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამა ტრაორეს დრიბლინგი “სევილიასთან” მატჩში (ვიდეო)

11 აგვისტოს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში “ვულვზი” “სევილიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე რეიდი მოსკოვის “ლოკომოტივთან” მატჩში (ვიდეო)

11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და […]...
წაკითხვა