“იუვენტუსმა” ტიაგო სილვას დაადგა თვალი
მომავალ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსი”, შესაძლოა, ლეონარდო ბონუჩიმ დატოვოს. იტალიური კლუბის დაცვის ბურჯით “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტეა დაინტერესებული, რომელიც ლეოს, როგორც “იუვეში”, ასევე “სკუადრა აძურაში” წვრთნიდა.
როგორც იტალიური გამოცემა – Tuttosport-ი იტყობინება, თუ 29 წლის მცველი მომავალ ზაფხულზე “ბებერ ქალბატონს” დატოვებს, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “პსჟ”-ს მცველის, ტიაგო სილვას შეძენას შეეცდება. გასათვალისწინებელია, რომ ბრაზილიელს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2017 წლის ივლისში ეწურება. თუმცა, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავა, ტიაგოს კონტაქრტი ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივდება.
მოკლედ, საინტერესოა, როგორ განვითარდება ჯერ “პსჟ”-ს მოამვალი ჩემპიონთა ლიგაზე და შემდეგ – მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პარიზული კლუბისა და “იუვეს” ურთიერთობა სილვასთან დაკავშირებით.