“იუვენტუსმა” “ტოტენჰემი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)
ახლახან დასრულდა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ავსტრალიური გათამაშების რიგით მეორე მატჩი, რომელშიც ტურინულ “იუვენტუსს” ლონდონური “ტოტენჰემი” დაუპირისპირდა.
მატჩში ანგარიში მალევე, მე-6 წუთზე გაიხსნა. თავის გამოჩენა ტურინელთა არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ მოახერხა. სულ რაღაც 8 წუთის შემდეგ, იტალიის ჩემპიონთა ახალწვეულმა, მეჰდი ბენატიამ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა.
ნომინალური სტუმრები მატჩის მეორე ნახევარში გამოცოცხლდნენ, მას შემდეგ, რაც პოჩეტინომ 7 ფეხბურთელი შეცვალა. მატჩის 76-ე წუთზე, ერიკ ლამელამ ანგარიშის სხვაობა 1-მდე შეამცირა. თუმცა, დარჩენილ დროში “მამლებმა” მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.