“იუვენტუსს” ნანი კვლავ სჭირდება
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობებმა პორტუგალიელი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ განაახლეს.
Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა ლუიშ ნანისადმი ინტერესი ისევ განაახლა და მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო.
შეგახსენებთ, 27 წლის მოთამაშე “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მისი მიმდინარე კონტრაქტი კი 2018 წლის ივნისამდეა ძალაში. თუმცა, მიმდინარე სეზონში მან ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა, რითაც ძალიან იმედგაცრუებულია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნანის თამაშით ასევე “ინტერი” ინტერესდება.
სანდრო საპანაძე