“იუვენტუსს” ქუალიარელა გამოაკლდა

თარიღი: ოქტომბერი 16, 2013

“ბებერი ქალბატონის” თავდამსხმელი ლაზარეთში იმყოფება.

დღეს, ექიმებმა ფაბიო ქუალიარელას მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინეს. იგი მოედანზე დაბრუნებას სამი კვირის შემდეგ მოახერხებს.

ამრიგად, 30 წლის იტალიელი შემტევი ტურინის “იუვენტუსის” დახმარებას, სერია ა-ს მორიგ ტურში, “ფიორენტინას” წინააღმდეგ ვერ შეძლებს. ანტონიო კონტეს გუნდს ქუალიარელა ვერც ჩემპიონთა ლიგაზე “მადრიდის რეალის” წინააღმდეგ გამოადგება.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები