“იუვენტუსს” სამი ფეხბურთელი უბრუნდება
იტალიის მოქმედ ჩემპიონთა ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება.
როგორც ცნობილია, “იუვენტუსის” ნახევარმცველები პოლ პოგბა, კლაუდიო მარკიზიო და სამი ხედირა “ინტერის” წინააღმდეგ გასამართ უახლოეს შეხვედრაში თავიანთი გუნდის დახმარებას შეძლებენ.
Sport Mediaset-ის თანახმად, შესაძლოა, ტრიომ თამაში პირველივე წუთიდანვე დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ პოგბა “ბებერი ქალბატონის” რიგებს საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან დაზიანებით დაუბრუნდა. წყაროზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ “ნერაძურისთან” მოედანზე გასვლას შეძლებს, თუმცა ექიმები 100%-იან გარანტიას ვერ იძლევიან.