“იუვენტუსს” “ტოტენჰემის” გამთამაშებელი სჭირდება
კრისტიან ერიქსენი შესაძლოა, იტალიის ჩემპიონებს შეუერთდეს.
მანამდე, “იუვენტუსის” ხელმძღვანელები იულიან დრაქსლერის გაფორმებას ცდილობდნენ, თუმცა “შალკესთან” შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ბიანკონერი” “ტოტენჰემის” დანიელი შემტევის, კრისტიან ერიქსენის ვარიანტს განიხილავს.
ერიქსენი ლონდონში 2013 წელს გადავიდა. 64 მატჩში კი 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასით გამოირჩა.