“იუვენტუსში” მორატას და ტევესის მომავალზე ისაუბრეს
ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა მწვრთნელმა ბეპე მაროტამ, კლუბის თავდამსხმელთა დუეტის შესახებ გავრცელებულ სატრანფერო ჭორებზე გააკეთა კომენტარი.
“ტევესის დარჩენის ალბათობა დიდი, თუმცა პირობას ვერ მოგცემთ. მისი წასვლა გაცილებით რეალურია, ვიდრე პირლოს ტრანსფერი. ტევესი პროფესიონალია და ჩვენი გუნდისთვის მან ბევრი რამ გააკეთა. საბოლოო გადაწყვეტილებამდე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ.
ამასთან ერთად მაროტამ აღნიშნა, რომ 22 წლის ალვარო მორატა ტურინულ კლუბს არ დატოვებს.
“ალვარო “იუვენტუსში” მინიმუმ 2016 წლამდე დარჩება” – დაასრულა ტურინელთა ხელმძღვანელმა.