ივან კლასნიჩი საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის (ფოტოები)
ხორვატიის ნაკრების, ბრემენის “ვერდერისა” და “ბოლტონის” ყოფილი თავდამსხმელი ივან კლასნიჩი თირკმლის უკმარისობას განიცდის და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ახალი დონორის მოლოდინშია.
კლასნიჩმა 2006 წელს უკვე გადაინერგა თირკმელი. მაშინ დონორი საკუთარი მამა გახლდათ. მოგვიანებით დედამაც გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა კლასნიჩის ორგანიზმმა უცხო ორგანო არ მიიღო. ახლა 36 წლის ხორვატი ახალი დონორის მოლოდინშია. იგი ჰამბურგში მდებარე კლინიკას კვირის განმავლობაში სამჯერ სტუმრობს.
“ყველაფერი კარგად იქნება. ჩემმა ქალიშვილმა იცის, რომ ავად ვარ და საავადმყოფოში ხშირი სიარული ჩემთვის აუცილებელია, მაგრამ არ ვეუბნები, კონკრეტულად რა მჭირს. არ მინდა, რომ შევაშინო”, – ციტირებს კლასნიჩის სიტყვებს “დეილი მეილი”.
ივან კლასნიჩმა კარიერა 2013 წელს დაასრულა. იგი უკანასკნელად “მაინცის” ღირსებას იცავდა.