ივან პერიშიჩმა პროფესიონალი ფრენბურთელის სტატუსით პირველი შეხვედრა ჩაატარა
მილანის “ინტერის” ფეხბურთელმა, ივან პერისიჩმა პროფესიონალურ ქვიშის ფრენბურთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ხორვატმა ფეხბურთელმა მონაწილეობა სამშობლოში გამართულ ტურნირზე მიიღო.
“ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ქვიშის ფრენბურთს 10 წლის ასაკიდან ვთამაშობ. ეს სახეობა ძალიან მიყვარს. მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ქვიშის ფრენბურთის ვარსკვლავებთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მომცა, მადლობა გადავუხადო. ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდი”, – ციტირებს პერიშიჩის სიტყვებს ESPN.
#Perisic proves he is not only good at putting the #football into the net, but also at net battles! #PorecMajor #BeachVolleyball pic.twitter.com/ptc3leN1Pa
— Beach Volleyball (@FIVBBeach) June 30, 2017
Ivan Perisic makes his international beach volleyball debut for Croatia…
Sign him up Man United ?
— ESPN UK (@ESPNUK) June 30, 2017