ივან რაკიტიჩი: “მესიმ მეზობლის სახლი იყიდა იმიტომ, რომ…”
ივან რაკიტიჩმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ესპანურ გამოცემა, Marca-სთან. განსაკუთრებით აღსანიშნავი მონაკვეთი ისაა, როდესაც ხორვატი საკუთარი ოჯახის კატალონიურ ცხოვრებაზე ყვება. რაკიტიჩმა აღიარა, რომ იგი ბარსელონას ისეთ უბნებში, სადაც ტურისტების სიმრავლეა, არასდროს ყოფილა. მაგალითად, ასეთია საყოველთაოდ ცნობილი ლას რამბლასი.
“ბლაგურნას” ფეხბურთელი კასტელდეფელსში ცხოვრობს. ესაა უბანი, რომელშიც ბევრი ვარსკვლავის სახლია განლაგებული. მათ შორის – ლიონელ მესის.
გთავაზობთ ივანის საინტერესო კომენტარს.
“როცა ტიტულები მოვიგეთ, მაშინ ბარსელონას გამორჩეული ადგილები ავტობუსის მეორე სართულიდან ვნახე. სხვა დროს ტურისტულ ნაწილებში არასდროს ვყოფილვარ. მაგალითად, ოჯახთან ერთად არასდროს წავსულვარ ლას რამბლასში და მონტიუკში.”
“საბედნიეროდ, არ მქონია პრობლემები ჩემს მზეობლებთან, განსხვავებით, მესისგან. ლეომ საკუთარი მეზობლის სახლი იმიტომ იყიდა, რომ მისი გვერდითა ბინადარი ძალიან ხმაურიანი იყო,” – გაუმხილა საზოგადოებას აღნიშნული ფაქტი რაკიტიჩმა.