ივან რაკიტიჩი: “სუპერ თასზე წაგებამ უფრო ერთიანი გუნდი გაგვხადა”
კატალონიის “ბარსელონამ” აგვისტოს თვეში (13 და 16 რიცხვებში) ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გაიბრძოლა და ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 1:5 დამარცხდა. ამის შემდეგ “ბლაგურნამ” ოთხი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და სამი ლა ლიგაში, ერთი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო.
ესპანელთა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან კლუბის ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.
“გასულ თვეში სუპერ თასი წავაგეთ, რამაც ჩვენზე, ერთ მხრივ, დადებითად იმოქმედა: გუნდი უფრო ერთიანი გახდა. ამაზე მეტყველებს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგები. “იუვენტუსთან” მატჩს დიდ ყურადღებას ვაქცევდით, რადგან სწორედ მათ გამოგვთიშეს წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან. ვფიქრობ, რომ იმ თამაშთან დაპირისპირება, რაც იტალიელებთნა ვაჩვენეთ, ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება.”
“ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები დავიმატეთ და მათთან ერთად ვეცებით დიდი მიზნების მიღწევას. მწვრთნელი? ყველა სპეციალისტს თავისი იდეები აქვს. ვთვლი, რომ ერნესტო ვალვერდე მენდობა. თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვეცდები, ჩემი ადგილი შევინარჩუნო,” – აცხადებს ხორვატი.