ივანიშვილი:”მხოლოდ გულშემატკივართან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას!”

თარიღი: ივლისი 4, 2016

საჩხერის “ჩიხურამ” მოლდოვაში ადგილობრივი “ზიმბრუ” “ევროპის ლიგის” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1-0 დაამარცხა. იმერლები 5 ივლისს გამართავენ განმეორებით შეხვედრას. მატჩი ზესტაფონში “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” ჩატარდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” შემტევს, გიორგი ივანიშვილს და ინტერვიუ ჩაწერა.

– შეაფასეთ კიშინოვში ჩატარებული მატჩი…

– განვლილ თამაშზე იმას გეტყვით, რომ მიზანს მივაღწიეთ და სასურველი შედეგით დავასრულეთ იგი. ამ წარმატებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გავზარდეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ახლა კიდევ უფრო დიდი ენერგია გვჭირდება, რომ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ამ საფეხურზე.

– ერთ ბურთიან უპირატესობას ფლობთ. თქვენი აზრით, როგორ დაიწყებთ მატჩს: ამ ანგარიშის შენარჩუნებას შეეცდებით და მეორე ნომრად ითამაშებთ თუ შეუტევთ და პირველივე წუთებიდან მოინდომებთ უპირატესობის გაზრდას?

– რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის ხვალ დაგვარიგებს რა ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ. მაგრამ, პირადად ჩემი აზრი თუ გაინეტერესებთ, ალბათ მაინც თავიდანვე უპირატესობის დაუფლებას სწორედ “ჩიხურა” ეცდება, რადგან ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ.

– გუნდის დანაკლისზე რას გვეტყვით? ბოლოს როგორც გაირკვა “ჩიხურას” ძირითადის ფეხბურთელები დააკლდება…

– კი, ეს ასეა. წითელი ბარათის გამო განუგრავა ტოვებს შეხვედრას. მის გარდა არ გვეყოლება გაბედავაც, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. მაგრამ, ეს ხვალ არანაირად არ დაგვეტყობა! გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ.

– რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს?

– მინდა, მოვუწოდო მათ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვიქომაგონ. მხოლოდ მათთან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას. ჩვენ ხვალ საქართველოს სახელით გამოვალთ მათ წინაშე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა!

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მხოლოდ თამაში უნდა”

იტალიურ პრესაში კვლავ აქტიურად განიხილავენ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას დამოკიდებულებას ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ჯერ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: გარსიამ ხვიჩას აჩვენა, თუ ვინ არის ბოსი

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “ბრაგას” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა, მიუხედავად იმი...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბოლოოდ – რა ხდება კვარას კონტრაქტზე?

უკვე რამდენიმე თვეზე მეტია იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს და 1.2 მილიონი ევროდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: ცნობილია მიზეზი, თუ რატომ “აღარ” თამაშობენ კვარა და ოსიმენი

იტალიური მედია აქტიურად განიხილავს “ნაპოლის” წარუმატებლად დაწყებულ სეზონს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალ მწვრთნელს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთათელაძე რუსეთში დაბრუნდა და გაგნიძის “დინამოს” ქუსლით გაუტანა (ვიდეო)

ნიკოლოზ ქუთათელაძე “როდეზიდან” რუსულ “პარიში” დაბრუნდა, სადაც 82-ე წუთზე მოედანზე შევიდა და 88-ე წუთზე ქუსლით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან სალუქვაძე: “ჩაკვეტაძის მამამ “ბაიერნში” გადასვლაზე უარი თქვა”

სპორტულმა კომენტატორმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ “სარბიელის” გადაცემაში გიორგი ჩაკვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბადრი კვარაცხელია: “კვარას ხელფასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს”

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” ურთიერთობაზე ისაუბრა. “მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემ ოჯახს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარამ და ჯუღელმა “ნაპოლის” დატოვება-დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მ

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლიში” არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “მე ჩემს მიზეზზე უკვე ვისაუბრე და ეს ყველამ იცის”

ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. “ვერავინ იტყვის, რომ ამ ბიჭებს ვინმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” კვარას 10 მილიონ დოლარს სთავაზობს

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისი ჯუღელს არც კი შეხვდა – რა ელის ხვიჩას?

“ნაპოლიმ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მხარეებს შორის არავითარი შეხვედრა არ ყოფილა კონტრაქტის […]...
წაკითხვა