ივანოვიჩი: “არნაუტოვიჩი “სტოკ სიტისთვის” ზედმეტად კარგია”
ლონდონის “ჩელსის” სერბმა მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებამდე “სტოკ სიტისა” და ავსტრიის ნაკრების ლიდერზე, მარკო არნაუტოვიჩზე ისაუბრა.
“მარკო არნაუტოვიჩს უდიდეს პატივს ვცემ, რადგანაც ბოლო წლებში ის დიდებულ ფეხბურთლად ჩამოყალიბდი.” – განაცხადა “არისტოკრატმა” პრეს-კონფერენციაზე.
“სერბეთში მასზე ძალიან ბევრი საუბრობს თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მამამისი სერბია. ამას კი საფეხბურთო ელფერიც ემატება. მისი წინსვლა აშკარად შესამჩნევია მიუხედავად იმ გუნდის დონისა, რომელშიც ის თამაშობს.
მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ კარის მშრალად შენახვის კარგი შანსი გვექნება.”
შეგახსენებთ, რომ ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეთა რიგებში ირიცხებიან.