ივანოვიჩმა მხრის ტრავმა მიიღო
სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ”ჩელსის” ფეხბურთელმა ბრანისლავ ივანოვიჩმა მხრის ტრავმა მიიღო და სამ კვირას გამოტოვებს.
32 წლის მცველმა დაზიანება 20 ივლისს, ”ვოლფსბერგერის” წინააღმდეგ (3:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო. სერბმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაირა და დადგინდა, რომ მხრის დაზიანება მიიღო.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გასულ სეზონსი ივანოვიჩმა “ჩელსის” მაისურით 43 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.