ივნისის ტესტები | საქართველოს ნაკრები აშშ-ს ჯორჯიაში დაუპირისპირდება

თარიღი: მარტი 22, 2017

ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტებზე მეორე თამაშს 17 ივნისს, აშშ-ს ნაკრებთან ქენესოში, ქენესოს უნივერსიტეტის სტადიონზე (Fifth Third Bank Stadium) გამართავენ.

ივნისის ტესტებზე ეს მატჩი მეორე იქნება ორივე გუნდისათვის. 10 ივნისს ‘არწივები’ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობენ, ხოლო ბორჯღალოსნები ქალგარში კანადას ეთამაშებიან.

ქალაქი ქენესო ჯორჯიის შტატში მდებარეობს და 32 კილომეტრითაა დაშორებული ატლანტადან. Fifth Third Bank Stadium-ი 9 ათას მაყურებელს იტევს, მისი მოედნის ბუნებრივი საფარი კი ქვეყანაში საუკეთესოა და ბოლო ორი წელია ნომინაციის – ‘წლის მოედანი’ გამარჯვებული ხდება. ‘არწივებმა’ ამ სტადიონზე ბოლო მატჩი 2014 წელს ჩაატარეს, ურუგვაი განმეორებით მატჩში დაამარცხეს და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს. ამავე სტადიონზე 2014-2016 წლებში სამჯერ გაიმართა მსოფლიო სერიის ეტაპი რაგბი 7-ში ქალებს შორის.

აშშ-სა და საქართველოს ნაკრებების დასწრების მსურველებმა usarugby.org/Tickets-ზე 22 მარტიდან რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ხოლო ბილეთების გაყიდვა 24 მარტიდან იწყება.

„მოხარულები ვართ ატლანტაში დაბრუნებით და ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოგვაკლდება, რადგან სერიოზული მეტოქის, საქართველოს წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში“ – განაცხადა ‘არწივების’ მენეჯერმა დეივ ჰოჯესმა.

ჯონ მიჩელის გაწვრთნილმა ‘არწივებმა’ 2017 წლის ამერიკის ჩემპიონატზე ოთხი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. აქამდე ბორჯღალოსნებსა და ‘არწივებს’ ერთმანეთში 4-ჯერ უთამაშიათ და 3-ჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ბოლო შეხვედრა 2013 წელს, რუსთავში გაიმართა და ბოლო წუთზე მომხდარი გაუგებრობით და ჯარიმით აშშ-მ 25-23 იმარჯვა.

მიჩელის გუნდისთვის 17 ივნისს საქართველოსთან გასამართი შეხვედრა ბოლო რეპეტიცია იქნება და 24 ივნისსა და 1 ივლისს აშშ კანადასთან 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩებს გამართავს.

„მოუთმენლად ველით ზაფხულის ტესტებს და ახალ გამოწვევებს. ირლანდიამ ახალი ზელანდია და ინგლისი დაამარცხა, ხოლო საქართველო მსოფლიო რეიტინგში დამსახურებულად იკავებს მე-12 პოზიციას. მათი ძლიერი მხარე შერკინებაა და ბოლო წლებში ამ კომპონენტში ჩვენც გავიზარდეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი თამაში ყოველმხრივ დაგვეხმარება და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ვეცდებით ეს თამაშები საუკეთესოდ ჩავატაროთ და შევქმნათ ფუნდამენტი, რომელსაც მოგვიანებით კანადასთან გამოვიყენებთ“ – თქვა მიჩელმა.

აშშ-სთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლებენ, სადაც 24 ივნისს არგენტინის ნაკრებს შეხვდებიან. ქართველი მორაგბეები სამხრეთში ამის შემდეგაც დარჩებიან, შემადგენლობა გადახალისდება და საქართველოს „ა“ ნაკრები არგენტინის „ა“ ნაკრებთან და ურუგვაისთან ორ თამაშს გამართავს.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა