ჯაბა ბრეგვაძემ ‘ვორიორზსთან’ გააფორმა კონტრაქტი
მსოფლიო თასი სადაცაა ზელანდიისა და ავსტრალიის ფინალური რკენით 31 ოქტომბერს დასრულდება. ბორჯღალოსნებმა კი თავიანთ მიზანს ჯგუფურ ეტაპზე მიაღწიეს – ორი მატჩის მოგებით 2019 წლის მსოფლიო თასზე გავიდნენ.
ამ გამარჯვებებში თავისი დიდი წვლილი ბორჯღალოსანმა ჯაბა ბრეგვაძემ შეიტანა, რომელმაც დღეს ინგლისის ‘ავივა ფრემიერშიფის’ კლუბ ‘ვუსთერ ვორიორზსთან’ (Wocester Warriors) გააფორმა კონტრაქტი. კლუბი ფრემიერშიპის 2015/16 წლის სეზონში ამჟამად ორი მატჩითა და ოთხი ქულით მე-10 ადგილზეა. ამის გარდა ‘ვორიორზი’ ასევე მონაწილეობს ‘ჩელენჯ თასზე’, სადაც ინგლისურ გლოსთერთან, ფრანგულ ლაროშელთან და იტალიურ ზებრესთან ერთად მე-4 პულშია განთესილი. აღსანიშნავია, რომ ‘ვორიორზში’ კიდევ ერთი ქართველი, ბორჯღალოსან გია რაფავას ვაჟი – ვატო რაფავა თამაშობს.
ჯაბა ბრეგვაძე
ბორჯღალოსანი # 188
პოზიცია: კვაჭი
დაბ: 23/04/1987
კლუბი: ვუსთერ ვორიორზ
მშობლიური კლუბი: ყოჩები
კეპი: 32
ბორჯღალოსნების სრული ნუსხა (1989-2015)
http://site.rugby.ge/ka-GE/Lelos/
ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც ზურგს 32 სანაკრებო კეპი და ორი მსოფლიო თასი უმაგრებს, ‘ტულუზაში’ ბორჯღალოსან ვასილ კაკოვინთან ერთად თამაშობდა, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო საკმაოდ დიდი ხნით გამოაკლდა კლუბს და ნაკრებს. საბედნიეროდ 2015 წლის მსოფლიო თასამდე მან ტრავმა სრულიად მოიშუშა და ნაკრებთან ერთად ყველა შეკრება გაიარა და მსოფლიო თასზე იასპარეზა.
„მეც და ჩემი ოჯახი ძალიან კმაყოფილები ვართ ვორჩესთერში გადასვლით. რამდენიმე წელის განმავლობაში ტოპ 14-ში ვასპარეზობდი და მიმაჩნია, რომ ‘ავივა ფრემიერშიფში’, სადაც ევროპის საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ მომიწევს თამაში, თავს უკეთ გამოვავლენ.“ განაცხადა ჯაბა ბრეგვაძემ . მან ასევე დასძინა: „დინ რაიანი და ვორიორზის სამწვრთნელო შტაბი საუცხოო გუნდს აშენებენ და ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები მათ.“
კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დინ რაიანის თქმით: „ჯაბა საკმაოდ გამოცდილი ელიტური დონის მორაგბეა, რომელიც ჩვენს გუნდს ნამდვილად დიდ ძალას შემატებს. მსოფლიო თასზე მისი თამაში ძალიან შთამბეჭდავი იყო და აღფრთოვანებული ვართ მისი ჩარიცხვით ჩვენს კლუბში. იგი კვაჭის პოზიციაზე ნამდვილად დიდ კონკურენციას შექმნის გუნდში.“
Rugby.GE