ჯაბა დვალი დაჩიაში გადავიდა
“ზესტაფონის” კაპიტანი, ჯაბა დვალი, კარიერას მოლდოვაში გააგრძელებს. 29 წლის ფეხბურთელმა “დაჩიასთან” კონტრაქტი დღეს გააფორმა.
ქართველმა ფეხბურთელმა “დაჩიაში” დაბრუნდება ლევან კორღალიძის დახმარებით მოახერხა. მოლდოვურ კლუბში დვალი 2007-2009 წლებში სწორედ კორღალიძესთან ერთად თამაშობდა და 48 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო.
მიმდინარე სეზონში დვალმა უმაღლესი ლიგის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.