ჯაბა კანკავას შეძენა ფრანგულ “რეიმსს” სურს
შესაძლოა, უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე “რეიმსში” განაგრძოს.
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რეიმსი” ქართველი ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული. თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, “დნიპროს” თავკაცი მირონ მარკევიჩი მზადაა, კანკავა გაუშვას.
მოგეხსენებათ, კანკავამ გასული სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და “დნიპროს” ევროპის ლიგის ფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ანატოლი ტიმოშუკზე უარი სწორედ იმიტომ თქვა, რომ გუნდში ჯაბა კანკავა ჰყავდა.
“რეიმსმა” გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-15 ადგილი დაიკავა.