ჯაბა ყველაშვილი: “ქუდს აწერია “RUSSELL” და არა “RUSSIA”, გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში”
13 თებერვალს, სოციალურ ქსელში საქართველოს ბაკურიანში შეკრებაზე მყოფი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ჯაბა ყველაშვილის ფოტო გავრცელდა.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა სპორტსმენის ქუდს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ქუდზე “RUSSIA” ეწერა, სწორედ ამიტომ ყველაშვილი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა.
ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით თავად მოჭიდავე გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მის ქუდზე “RUSSELL” წერია.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია “RUSSELL” და არა “RUSSIA”. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნავვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით…!!!!” – წერს ყველაშვილი Facebook-ზე.