ჯაბა უგულავა: “ბოლნისში სტაბილური სიტუაციაა”

თარიღი: აპრილი 30, 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტი 23 მარტის შემდეგ ჩაკეტილია და კორონავირუსით ყველაზე მეტი დაინფიცირებული სწორედ ბოლნისიდან არის. ჯაბა უგულავა “სიონის” კაპიტანია და გუშინწინ გუნდის ხელმძღვანელობასთან და თანაგუნდელებთან ერთად 40 ოჯახს სასურსათო პაკეტით დაეხმარა. Fanebi.com ჯაბას დაუკავშირდა და კარანტინზე, თვითიზოლაციაზე, “სიონზე” და ეროვნულ ლიგაზე ესაუბრა.

– საქართველოში ყველაზე მეტი დაინფიცირებული ბოლნისს ჰყავს. როგორი სიტუაციაა ქალაქში?

– დიახ, გეთანხმებით. ბოლნისს ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. მყისიერი რეაგირების ხარჯზე ხდება ინფიცირებულების გამოვლენა და მათი კონტაქტების დადგენა. რაც შეეხება სიტუაციას. სტაბილურია და ყველაფერს აკეთებს რაიონის გამგეობა და სამედიცინო პერსონალი ხალხის დასახმარებლად.

– ბოლნისის “სიონმა” 40 ოჯახს საკუთარი სახსრებით სურსათის პაკეტები გადასცა. ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელობამ ერთად გადაწყვიტეთ ამის შესახებ?

– რა თქმა უნდა, ერთობლივი შეთანხმებით მოხდა. მინდა ყველა ფეხბურთელს და გუნდის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო.

– როგორ ვვარჯიშობთ თვითიზოლაციის პირობებში?

– შეძლებისდაგვარად ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას. სახლში ვარჯიშით ეს ნაკლებად გამოდის, მაგრამ მაინც აქტიურად ვცდილობ.

– ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ გავარდნის შემდეგ ბევრი მოთამაშე წავიდა. შეუძლია ამ შემადგენლობას ჩემპიონობისთვის ბრძოლა?

– მოგეხსენებათ, გუნდი გვიან შეიკრიბა და ვარჯიშებიც გვიან დავიწყეთ. პრაქტიკულად ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა ამ შემადგენლობის შეკრება, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ამ ორმა თამაშმაც დაგვანახა გუნდის შესაძლებლობა და შეგვიძლია ბოლნისს დავუბრუნოთ ის ადგილი, რაც ეკუთვნის.

– თუ ჩემპიონატი ივლისამდე ვერ განახლდა, როგორი ფორმატით უნდა ჩატარდეს ეროვნული ლიგა 2?

– ამ თემასთან დაკავშირებით მე ნაკლებად კომპენტენტური ვარ. ფედერაცია იმსჯელებს და გაგვაცნობს ყველას ჩემპიონატის გაგრძელების ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, სჯობს 2-წრედ ჩატარდეს. 4 წრის ჩატარებას საკმარისი დროის უქონლობის გამო ვერ მოვასწრებთ.

– ეროვნული ლიგის თითქმის ყველა კლუბში ხელფასები შემცირდა. რა შეთანხმებას მიაღწიეთ ხელმძღვანელობასთან?

ბოლნისის “სიონის” ხელმძღვანელობის და გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გუნდს ე.წ. ქამრების შემოჭერა არ მოუწია. ხელფასები სრულად გვერიცხება.

– კარანტინიდან გასვლის შემდეგ პირველი რას გააკეთებთ?

– პირველ რიგში, იმ ხალხს მოვინახულებ, ვინც ყველაზე მეტად მენატრება, შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. ყველა ექიმს, პოლიციელს, ჯარისკაცს, ვინც წინა ხაზზე იბრძვის ვირუსის დასამარცხებლად, ჩემ უდიდეს პატივისცემას და მადლობას გადავცემ. ყველას მოვუწოდებ, თუ შეუძლიათ, სახლში დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფედერაციას კიდევ ერთი პროექტი – ახალი საფეხბურთო ცენტრი ნუცუბიძეზე

26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბორდალასი: “მამარდაშვილი კარგია, მაგრამ…”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილის, სილესენისა და სხვა მეკარეების მდგომარეობაზე ისაუბრა. “სილესენი კარგად...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ხელმძღვანელობდა მოურინიო გუნდს გაძევების შემდეგ (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში “რომასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (0:0) 82-ე წუთზე დედაქალაქელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” ჯუდ ბელინგემის ტრანსფერით ინტერესდება

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” “ბარსელონას” ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

“ნიუკასლ იუნაიტედის” ახალი მესვეურები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში არსებული საგანგაშო მდგომარეობის ფონზე ხმაურიანი ტრანსფერების აუცილებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვანდა და იკარდი შერიგდნენ – “ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწ

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, მაურო იკარდი, თავის მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარას შეურიგდა. ამ ინფორმაცია ვანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაიკ რიჩარდსი: “ინდივიდუალისტების გუნდია, ყველას ვარსკვლავობა უნდა და არა სირბილი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე ინგლისური გრანდი არაერთმა სახელოვანმა პირმა გააკრიტიკა. ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტე “მანჩესტერ იუნაიტედს” ულტიმატუმს უყენებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერებიან ოლე გუნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოფია პრიჩინა – ულამაზესი უკრაინელი მსაჯი (ფოტო)

სოფია პრიჩინა უკრაინელი არბიტრია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო დივიზიონების მატჩებში მუშაობს....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულთან” განადგურების შემდეგ ვან დე ბეეკი მარტო ვარჯიშობდა (ვიდეო)

ოლე გუნარ სულშერის მიერ დაწუნებული ნიდერლანდელი ტალანტი, დონი ვან დე ბეეკი, ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაც ზინედინ ზიდანს აქტიურად აკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედთან”. პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუიოლი: “ჩავის “ბარსას” გაწვრთნის შანსი მიეცემა”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა. “დღესდღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანრი მესის პრობლემებზე: “პსჟ” ჯერ კიდევ მბაპეს გუნდია”

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის პრობლემებზე ისაუბრა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ჯერ კიდევ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “პოგბა ქაოსს იწვევს! არაფერი დაგვაკლდება, თუ საერთოდ აღარ ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მატჩის შემდეგ თავისი პოზიცია დააფიქსირა....
წაკითხვა