ჯალმა: “დინამოსთან” რთულ თამაშს ველით”

თარიღი: აგვისტო 17, 2016

ბერძნული პაოკ-ის თავდამსხმელმა, ჯალმამ ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამოსთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

“განსხვავებული მატჩი იქნება. რთულ თამაშს ველით, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ჩვენ ხვალინდელი მატჩისთვისაც ისე მოვემზადეთ, როგორ სხვა ნებიმისერი შეხვედრისათვის ვემზადებით. მწვრთნელმა მაქსიმალურად მეტოქეზე მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რთულ თამაშს ველით”, – განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა.

მსგავსი სიახლეები