ჯანდაცვის მინისტრი: “ბელარუსთან მაყურებლის დაშვება რეკომენდებული არ არის”

თარიღი: ოქტომბერი 5, 2020

ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ კომენტარი ბელარუსთან 8 ოქტომბერს გასამართი მატჩის შესახებ განაცხადა.

“ჩვენ ვიმსჯელეთ იმ რისკებზე, თუ რა შეიძლება მოყვეს მატჩის ჩატარება მაყურებლით. საკოორდინაციო საბჭო მოგვიანებით კვლავ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი პირველი რეკომენდაციით, ამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რეკომენდებული მაყურებლის დასწრება არ არის”, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 574 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები