ჯანი ინფანტინო: “რუსეთში გამართული მუნდიალი საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში”
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჟურნალისტებთან საუბრისას საკმაოდ ხმამაღალი განცხადებ გააკეთა – ამ უკენასკნელმა რუსეთში გამართულ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიის საუკეთესოს წოდება მიანიჭა.
“რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. პირველ რიგში, ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან გულშემატკივრების გაერთიანება ერთ წერტილში – მუნდიალს სხვადასხვა ქვეყნებიდან 1,5 მილიონი გულშემატკივარი დაესწრო.
როგორც ვიცით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იბადებოდა რუსეთში მუნდიალის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითოდაც კი.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში, რაშიც წვლილი თითოეულმა მცხოვრებმა შეიტანა და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე იქნება კატარში. მჯერა, რომ კატარში უკეთეს მუნდიალს ვიხილავთ,” – აცხადებს ინფანტინო.
შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.