ჯანლუიჯი დონარუმამ “ჰელას ვერონასთან” მატჩის წინ იტირა (ვიდეო)
იტალიის თასზე, “მილანსა” და “ჰელას ვერონას” შორის “სან სიროზე” მიმდინარე მატჩი “როსონერის” გულშემატკივრების პროტესტით დაიწყო. “კურვა სუდმა” ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა და დონარუმას მიმართა, ასევე ფანებმა მეკარეს დაუსტვინეს.
როგორც იცით, გასულ ზაფხულს ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანთან” კონტრაქტი გაანაგძლივა. 18 წლის მეკარე ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელფასის სახით, წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს. ასევე, “შავ-წითლების” ხელმძღვანელობამ ჯიჯიოს ძმა, ანტონიო დონარუმაც დაიმატა, რომლის ხელფასიც მილიონ ევროზე მეტს შეადგეს.
რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ დონარუმა “მილანის” დატოვებას მაინც აპირებს, საქმეში კი მისი აგენტი მინო რაიოლა აქტიურადაა ჩართული.
“ფსიქოლოგიური ძალადობა, 6 მილიონი წელიწადში და მუქთამჭამელი ძმის ტრანსფერი. ახლა წადი, მოთმინებასაც აქვს საზღვარი”, – ვკითხულობთ ბანერზე.
Footage of Bonucci with Donnarumma inside the locker room ahead of #MilanVeronapic.twitter.com/BVWFzccdCW
— Milan Eye (@MilanEye) December 13, 2017
La Curva Sud prende le distanze da Gianluigi #Donnarumma. Cori contro il giovane portiere, fischiato ed invitato ad andarsene. Ed uno striscione eloquente @tvdellosport pic.twitter.com/kH7xJbJG7y
— Luca Cilli (@Luca_Cilli) December 13, 2017